Thursday, November 29, 2018

29.11.18
ინტელის  კურსის  დღევანდელ  ტრენინგზე  გავაკეთეთ  ჩვენი  ნამუშევრების  პრეზენტაცია  ტრენერისა  და  ჯგუფის  წევრების  წინაშე.

Tuesday, November 27, 2018

27.11.18
ინტელის  კურსის  დღევანდელ  ტრენინგზე  გავიარეთ   მე-6  და  მე-7  მოდული.  ვიმუშავეთ  მოსწავლის  ნიმუშზე,  დავალებების  ნიმუშზე და განვიხილეთ  მასწავლებელი, როგორც  ფასილიტატორი.  არანაირ  სირთულეს  არ  ქონია  ადგილი.

Monday, November 19, 2018

19.11.18
ინტელის  კურსის  დღევანდელ  ტრენინგზე  გავიარეთ  მესამე  მოდული.ვიმუშავეთ  ბლოგის  დიზაინის  შექმნაზე, ვისწავლეთ  გვერდების  შექმნა, სურათების  ატვირთვა, პრეზენტაციის  ატვირთვა,დოკუმენტის  გაზიარება და ლინკების  ატვირთვა.  ასევე  გავიარეთ  საავტორო  უფლებები. არანაირ  სირთულეს  ადგილი  არ  ქონია.

Saturday, November 17, 2018

15.11.18
ინტელის  კურსის  დღევანდელ  ტრენინგზე  დავასრულეთ  მეორე  მოდული, ვიმსჯელეთ  და დავხვეწეთ მიმართულების  მიმცემი  კითხვები, ასევე  განვიხილეთ  შეფასების  ინსტრუმენტები,კონკრეტულად  კი    წინარე ცოდნის  შეფასების  მეთოდები  და შესაბამისი  ინსტრუმენტები.  არანაირ სირთულეს  არ  ქონია  ადგილი.

Tuesday, November 13, 2018

13.11.18
ინტელის  კურსის  დღევანდელ  ტრენინგზე  მე-2  მოდულის  ფარგლებში  გავაკეთეთ  თემის  შინაარსის  მოკლე  მიმოხილვა,ვიმუშავეთ  გეგმის  შაბლონზე, სტანდარტსა  და  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე.  ვთვლი, რომ ადვილად  დაძლევადი  აღმოჩნდა  ჩემთვის  აღნიშნულ  საკითხებზე  მუშაობა  და  არანაირ  სირთულეს  არ  ქონია  ადგილი.

Sunday, November 11, 2018

11.11.18
ინტელის  კურსის დღევანდელ  ტრენინგზე    შევისწავლე  ბუკლეტის   შექმნა,რასაც  შემდგომში  გამოვიყენებ  პროექტით  სწავლების  პროცესში. ჩემს  ძლიერ  მხარედ  მივიჩნიე  ინფორმაციიის  სწრაფად  მიღება-თვისების  უნარი.

ინტელის ტრენინგის პირველი სასწავლო დღე



10.11.18
დღეს   გავიარე  ინტელის  სასწავლო  კურსის  გაცნობითი  ეტაპი,  პროექტის  შექმნის   ზედაპირული  მონახაზი  და  ჩემ  ძლიერ  მხარედ  ჩავთვალე  ოთხი  საათის  მანძილზე  უწყვეტი  მოსმენის  რეჟიმში  ინფორმაციის  მიღება-დამუშავების  უნარი.